
„არა ანექსიას!“ - ამ სახელწოდების აქცია ლონდონში გაიმართა. აქციის მონაწილეები კენსიგტონის პარკთან შეიკრიბნენ და საქართველოში რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში დაგეგმილ აქციას. ლონდონში აქციაზე ქართველ ემიგრანტებს უკრაინელებიც შეუერთდნენ.