-
2014-06-07 02:06
უკრაინელმა პილოტებმა, რომლებიც სლავიანსკთან ჩამოგდებულ თვითმფრინავს მართავდნენ, ის სლავიანსკის შემოგარენს გაარიდეს, რათა დასახლებულ ადგილას არ დაცემულიყო. ამავე დროს, არაა გამორიცხული, რომ ეკიპაჟმა ალმოდებული თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომა მოასწრო, მათი აღმოჩენისა და ევაკუაციის მიზნით ოპერაცია ტარდება.
ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. მისი თქმით, ჩამოგდებული თვითმფრინავი, რომელსაც პირადპირი მოხვედრის შემდეგ მარჯვენა ძრავი დაუზიანდა და მართვა დაკარგა, არა სადაზვერვო Ан-30, არამედ სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 იყო, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-02-21 05:40
-
2015-02-21 04:56
-
2015-02-20 08:12
-
2014-07-15 16:41