
თურქეთიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი გადაბრუნდა.
ავტობუსის მგზავრები მსუბუქი დაზიანებებით სხვა ავტობუსით გადაიყვანეს დანიშნულების ადგილამდე, ხოლო მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ორი პიროვნება მძიმე მდგომარეობაში ურეკის კატასტროფის ცენტრში არიან მოთავსებული.