
4 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ალავერდს ეწვია და ალავერდის საკათედრო ტაძარი მოილოცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვინის გამოფენას და დოღს დაესწრო. პრემიერმა დოღში გამარჯვებული ერეკლე მეფის ხმლის ასლით დააჯილდოვა.
ირაკლი ღარიბაშვილს მეუფე ალავერდელმა უმასპინძლა და მონასტერი და მის ტერიტორიაზე არსებული მარანი დაათვალიერებინა.მეუფემ მთავრობის მეთაურს მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობასა და მეფუტკრეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
"ფეისბუქზე" ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე ამ ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია და ფოტოები გამოქვეყნდა, თუმცა, არსებობს სხვა ფოტოებიც, რომლებიც ვიზიტის დროსაა გადაღებული. ქვემოთ სწორედ ისინია წარმოდგენილი.