-
2014-11-09 20:33
"ფეისბუქზე" არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საქართველოს სარაგბო ნაკრების მაისურმა, რომელიც, სიმბოლურად ეცვა საქართველოს პრეზიდენტსაც, მასთან შეხვედრის დროს. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი VTB ბანკი გახდა, რომელიც ცნობილი რუსული ბანკია.
ინტერნეტმომხმარებლები ამ ბანკის წარსულს იხსენებენ და წერენ, რომ "ვნეშ ტორგ ბანკი" ჯერ კიდევ სსრ კავშირის დროს, КГБ-ს მიერ შეიქმნა და უცხო ქვეყნებში კომუნისტური პარტიის დასაფინანსებლად იყო გამიზნული.
VTB ბანკი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სპონსორი 2014 წლის ივნისში გახდა. ხელშეკრულებას, რომელიც ბანკის მხრიდან ნაკრების გენერალურ სპონსორობას ითვალისწინებს, ვადა 2015 წლის ივნისში გასდის.
