
მცხეთასთან, ჯვრის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გორაკზე მდებარეობს და კარგად ჩანს ავტომაგისტრალიდან, დაახლოებით ერთი თვეა, ჩაბნელებულია.
ჩაბნელებული ჯვრის მონასტრის ფოტოები სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ თვითონ ავტომაგისტრალიც არაა სათანადოდ განათებული ცალკეულ ადგილებზე.