
ქალთა ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოში გაიმართება.
ანტალიაში გამართულ ფრენბურთის ევროპული კონფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ ჩემპიონატს სწორედ ეს ქვეყნები უმასპინძლებენ - გადაწყვეტილების სესახებ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
ტურნირს უმასპინძლებს ბაქო და გუბა აზერბაიჯანში, ხოლო საქართველოში შეხვედრები თბილისში გაიმართება.