
რუსთავში მართვის მოწმობის საგამოცდო მოედანზე გასული 34 წლის მამაკაცი უკანა სვლით ავტოფარეხში მანქანის დაყენებას ცდილობდა.
როგორც ჩანს, მან ტრაექტორია ვერ მოზომა, მანქანა საგამოცდო მოედნის ტერიტორიას გასცდა და იქვე მდგარ ავტომობილს დაეცა.
მამაკაცი ამ დროს მანქანაში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნულის გამო საგამოცდო პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდა, თუმცა მალევე განახლდა.
„კვირა“