
"აფხაზეთის ხმას" გამოუგზავნეს ფოტოები, რომლებიც თვითმხილველმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბუფეტში გადაიღო. ფოტოზე გამოსახულია ცივი ჩაი, რომელსაც ქართული აღწერილობა არა აქვს. პროდუქციის დისტრიბუტორი "კოკა კოლა საქართველოა".
შეგახსენებთ, საქართველოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში პროდუქტის ან პროდუქციის განთავსებისას დისტრიბუტორს აქვს ვალდებულება, პროდუქციას ერთვოდეს ქართული აღწერილობა, სადაც მითითებულია მისი დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა და სხვა მახასიათებლები.
ამ შემთხვევაში, როგორც საქონლის შტრიხ-კოდი მიუთითებს, ბელგიისა და ლუქსემბურგის წარმოების ცივ ჩაის არა აქვს ქართული აღწერილობა და ორიგინალის გარდა, მასზე დატანილია მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე შედგენილი ინფორმაცია. ამ პროდუქციის დისტრიბუტორი "კოკა-კოლაა".