
ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის ქალიშვილს, რომელიც 2014 წლის 28 მაისს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ გამოფენაზე მამის ნაცვლად ჩავიდა, მისთვის გადასაცემად ვაგინიდან გამოღებული წიგნი უსახსოვრეს.
სწორედ ეს ფაქტია აღბეჭდილი ფოტოზე, ხოლო პერფორმანსის მთავარი მოქმედი გმირი სკანდალურად ცნობილი მხატვრის პეტრე პავლინსკის მეუღლე ოქსანა შალიგინა იყო: მან კაბა აიწია, ხელი ვაგინაში შეიყო, იქედან წიგნი გამოაძვრინა და ზურაბ წერეთლის ქალიშვილს გადასცა. ამ უკანასკნელმა პერფორმანსს გვერდი არ აურა - საჩუქარი მიიღო.
როგორც გაირკვა, მამისთვის გადასაცემად მოქანდაკისა და მხატვრის ქალიშვილს ალექსანდრე ფონ ბრენერისა და ბარბოსა ფამოზას "ბომბასტიკა" გადასცეს. მოგვიანებით პავლინსკიმ განაცხადა, რომ ეს წიგნი ზურაბ წერეთელს ერთადერთი მისაღები ფორმით გადაეცემა.
პავლინსკიმ "ყველაზე გამყიდველი" მხატვარი უწოდა ზურაბ წერეთელს და აღნიშნა, რომ იმედია, ის ამ წიგნის წაკითხვის მერე მაინც მიხვდება, რატომ არ უნდა გაცვალოს ხელოვნება ორდენებზე.