
ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეკრებილმა ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა თავდაცვისა და შს ყოფილ მინისტრს, ამჟამად მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიას დაბადების დღე მიულოცეს.
ე.წ. მატროსოვის ციხესთან ანი ნადარეიშვილი, მისი და ბაჩო ახალაიას მეგობრები იმყოფებოდნენ. მათ იუბილარი შეძახილებით გაამხნევეს და სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან მისი სადღეგრძელოც შესვეს.
ბაჩო ახალაიას დაბადების დღეს ულოცავენ ინტერნეტმომხმარებლებიც - ანი ნადარეიშვილისა და ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად შექმნილ გვერდებზე "ფეისბუქში" ნაცნობი და უცნობი ადამიანები მილოცვის ტექსტებს აქვეყნებენ.
ბაჩანა ახალაია 34 წლის გახდა. ის 1980 წლის 24 ოქტომბერს, ზუგდიდში დაიბადა.