
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს დევნილთა შესახლების ფლიგელში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ადგილზე მობილიზებულია 20-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და პოლიცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა, ლიკვიდირებული არ არის. დევნილები, რომლებმაც ალმოდებული შენობა დატოვეს, ამბობენ, რომ საცხოვრებლიდან ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია. ფოტოები "აფხაზეთის ხმას" თვითმხილველმა მიაწოდა.