-
2014-09-29 16:09
ქუთაისში, გამსახურდიასა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ჩავარდილი ავტომანქანის ამოსაყვანად მისული სამაშველო სამსახურის მანქანა ჭაში თავად ჩავარდა.
ადგილზე გამოძახებული 112-ის ავტომანქანა საკანალიზაციო ჭაში მას შემდეგ ჩავარდა, როდესაც ღიად დატოვებულ ჭაში ჩავარდნილი ავტომანქანა ამოიყვანეს. მანქანა დაზიანებულია.
დღის მანძილზე ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში 5 ავტომანქანა ჩავარდა. ვტომანქანების მძღოლებისთვის ღია საკანალიზაცია ჭა შეუმჩნეველი დატბორილი ქუჩის გამო გახდა. ქუთაისში დილიდან წვიმს.

