25 სექტემბერს სოხუმში თვითგამოცხადებული პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა. ხაჯიმბამ ფიცი დადო და სტუმრებს სიტყვით მიმართა. რიტუალს რუსეთიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და რუსეთის რეგიონებიდან ჩასული პირები, ასევე აფხაზი უხუცესები ესწრებოდნენ.