
აჭარაში ღამის საათებში ისევ წვიმდა, ზღვაზე კი შტორმმა ხუთბალიან ნიშნულს მიაღწია. ზოგიერთ ქალაქში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, უამინდობას ნგრევა არ მოჰყოლია.
ღამის საათებში მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ხოლო იმ ადგილებში, სადაც კოლექტორიდან წყალი გაედინება, დამატებით გაიგზავნა ტუმბოები, რადგან არსებობდა საშიშროება, რომ ზღვაზე შტორმის მატებას ნარჩენების ამოყრა გამოეწვია, რაც წყალსადენები ჩახერგვას გამოიწვევდა.