-
2014-09-21 23:36
ლეგენდარული სოფი ლორენი 20 სექტემბერს 80 წლის გახდა. მას შემდეგ, რაც ნეაპოლში, 14 წლისამ გაიმარჯვა ლამაზ მოზარდთა კონკურსში, სოფი ლორენი არაერთხელ გამხდარა პლანეტის ულამაზესი ქალის ტიტულის მფლობელი.
2006 წელს, 71 წლის ასაკში სოფი ლორენი პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს. 2007 წელს, 71 წლის სოფი ლორენი არ შეუშინდა გაშიშვლებას და Pirelli-ს კალენდრისთვის პოზირებას - მან ისევ მოხიბლა ყველა.
მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება, ცხადია, ლორენს კინომ მოუტანა. ის 100-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.









