
ამ მამაკაცის ადგილზე, ბევრი, ალბათ, დეპრესიაში ჩავარდებოდა, ბევრისთვის ცხოვრების დასასრული იქნებოდა ის, რაც მოხდა. მაგრამ არა პოლ დე გელდერისთვის - ის ქვეყნებში მოგზაურობს და ახლა სხვებს გადასცემს გამოცდილებას, როგორ გადაიტანონ განსაცდელი.
36 წლის პოლ დე გელდერი ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავი იყო. 2009 წლის თებერვალში, სიდნეისთან მიმდინარე სწავლების დროს მას თავს დაესხა ზვიგენი და სამხედრო პირმა ორი კიდური - ხელ-ფეხი დაკარგა.