
ბათუმში წყალდიდობაა. დატბორილია თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა და გარეუბანი, გართულებულია ტრანსპორტის მოძრაობა.
გადაუღებელი წვიმა უკვე 18 საათია, გრძელდება. შეფერხდა გადაადგილება ბათუმი-ქობულეთის გზაზე. მუშაობს წყალსაქაჩი სისტემები, თუმცა, უხვი ნალექის გამო ის დატბორილი ადგილების წყლისგან გაწმენდას ვერ ასწრებს. სანაპიროზე ოთხბალიანი შტორმია. მსხვერპლი და ნგრევა არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის გამო დაიტბორა ასევე ფოთის ქუჩებიც.
შენიშვნა: "ფეისბუქში" გავრცელებული ფოტოები