-
2014-09-21 01:05
რამდენიმესაათიანმა წვიმამ პრობლემები შექმნა აჭარის ზოგ რაიონში, სადაც ქუჩები და ზოგან, ეზოებიც დაიტბორა. მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო შეწყდა მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე.
როგორც ბათუმში გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, ზღვის ღელვის გამო წყლის ზოლი მიუახლოვდა ავტომაგისტრალს.
"ღამის საათებში ზღვისპირა ზოლში, განსაკუთრებით ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება მიზანშეწონილი არ არის, მოერიდეთ მთელი ღამის განმავლობაში როგორც ფეხით, ასევე მანქანით გაადგილებას. საცობია ბათუმის თითქმის ყველა ქუჩაზე. გვიან ღამით ქალაქში მოსალოდნელია 4 ბალიანი შტორმი", - წერენ ფეისბუქის გვერდზე "ბათუმი".
შენიშვნა: ზურაბ ბაუჟაძისა და გვერდ "ბათუმის" ფოტოები


