
ყოფილი თავდაცვისა და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქზე" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებულ საკუთარ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო 20 თვეა, საკუთარ ქვეყანაში შესასვლელად ერთსაათიანი ლოდინი სჭირდება.
დიმიტრი შაშკინი თბილისის აეროპორტში ადრეც არაერთხელ დაუყოვნებიათ, სხვა მგზავრებისგან განსხვავებით, ზოგჯერ ერთი საათით და მეტხანს, როცა ქვეყნიდან გასული ისევ საქართველოში ბრუნდებოდა.
"აი, ასე ვზივარ აეროპორტში უკვე 40 წუთი, საკუთარ ქვეყანაში შესვლის უფლება, ბოლო 20 თვის განმავლობაში მაქვს მხოლოდ ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ. გაუმარჯოს ქართულ დემოკრატიას!", - წერს დიმიტრი შაშკინი.