-
2014-08-26 23:44
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთი ლიდერი იყო მინსკის სამიტზე, რომელმაც ტრადიციულ სლავურ რიტუალურ „პურ-მარილში“ მონაწილეობაზე უარი თქვა.
როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის პრეზიდენტისთვის გასამასპინძლებლად პური და მარილი უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო მომზადებული და შემოწმებული.
სტარტზე იყვნენ გოგონები ნაციონალურ კოსტუმებშიც, რომლებიც პუტინს აეროპორტში უნდა დახვედროდნენ, თუმცა, ბოლო მომენტში მოვიდა ბრძანება, რომ მისასალმებელი დახვედრა არ შემდგარიყო. უკრაინული და რუსული პრესა ვლადიმირ პუტინის ამ ნაბიჯს მოწამვლის ისტერიული შიშით ხსნის.


