ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში რუსეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს (განახლებული)

Image

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, რომელიც რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის ზონაში მდებარეობს, რუსეთის სახელმწიფო დროშაა აღმართული, ტერიტორია კი დანაღმულია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ამ ადგილას საქართველოს დროშა იყო აღმართული.

განახლებულია: 23:30 

 

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ავრცელებს და ფოტოსაც აქვეყნებს. მისი თქმით, ადგილობრივებს ამ თემაზე ლაპარაკიც კი აუკრძალეს:

 

"ეს არის ყვარლის რაიონის სოფელი საბუე. 2-3 თვის წინ აქ ჩვენი დროშა ფრიალებდა. დაახლოებით 2 თვის წინ კი, რუსებმა თავისი დროშა აღმართეს. ტერიტორია დანაღმულია.

 

აღნიშნულ ფაქტზე, სასაზღვრო რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას საუბარიც კი აუკრძალეს.
მივმართავ მასმესიის საშუალებებს, დაინტერესდით აღნიშნული ფაქტით, აჩვენეთ საზოგადოებას სიმართლე, თორემ საქართველოს დღევანდელ მთავრობას არათუ თვითონ არ შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, არამედ სხვებსაც კი უკრძალავს", - წერს გოგა ხაჩიძე.

 

სოფელი საბუე  კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას მდებარეობს. (იხ. რუკა).

 

განახლება:

 

ყვარლის რაიონის გამგებელმა ილია მზექალიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, თვითონ პირადად ადგილზე არ ყოფილა, თუმცა ჯგუფი იყო გაგზავნილი და ნახეს, რომ ტეროტორია დანაღმული არ არის და არც რუსული დროშა ფრიალებს ციხეზე. ამაში დასარწმუნებლად გამგებელი საპარლამენტო უმცირესობის წევრს ვითარების ადგილზე გასაცნობად ეპატიჟება.

 

"ცრუ ინფორმაციაა. ხაჩიძეს შეუძლია, ჩამობრძანდეს და ვაჩვენებთ, რომ არანაირი დროშა იქ არ არის აღმართული", - განაცხადა მზექალიშვილმა. 

 

მოგვიანებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ადგილობრივებზე დაყრდნობით რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი დღის წინ ციხეზე რუსეთის სახელმწიფო დროშა მართლაც იყო აღმართული, ხოლო მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გოგა ხაჩიძემ გაავრცელა, ის სასაზღვრო დეპარტამენტის ჯგუფებმა ჩამოხსნეს, რომლებიც სოფელში ავიდნენ. ამჟამად იქ ქართული დროშა ფრიალებს.

 

sabue-1.jpg

farit.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !