
"ფეისბუქის" გვერდ "მილიტარისტზე" გამოქვეყნდა ქობულეთში გადაღებული ფოტო, რომელიც გამოქვეყნებიდან ამ დრომდე დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს.
ფოტოზე ასახულია ქართული სახელმწიფო ნომრებით მოძრავი, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი, რომელსაც უკანა სანომრე ნიშანს ზემოთ აქვს ასევე მოდელირებული სერია - ПТН-ПНХ, უკრაინის დროშით. როგორც ფოტოს აღწერით ირკვევა, სამარშრუტო ტაქსი ქობულეთში ნომერ პირველი რეისის მგზავრებს ემსახურება.