ასამდე გერმანულმა ტანკმა „ლეოპარდ2“-მა, რომელიც პოლონეთის არმიამ შეისყიდა, ასევე ათეულობით უახლესმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ და ჯავშანტრანსპორტიორმა ჩაიარა ვარშავაში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ.
ამ მარშით პოლონეთის სახელმწიფომ ეროვნული დღესასწაული - 1920 წელს ვისლასთან პოლონეთის არმიის მიერ წითელი არმიის დამარცხების 94 წლისთავი აღნიშნეს.