
"თუ ამ ბო*ურ ლენტს შენი მანქანიდან არ ჩამოხსნი... მომავალში პრეზერვატივის ნაცვლად აგურს მიიღებ“, - ამ ფრაზის შემცველ წარწერას ბათუმში იმ რუსულნომრიანი მანქანების მძღოლებს უტოვებენ, რომლებსაც სალონში „გეორგიევსკის ბაფთა“ აქვთ დამაგრებული.
ტექსტისა და ავტომანქანის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქში“ გავრცელდა. მანამდე, ქობულეთში, მოხალისეებმა ერთერთ მანქანაზე მიმაგრებული „გეორგიევსკის ბაფთა“ მოაშორეს და მის ნაცვლად პრეზერვატივი დაამაგრეს.
ბათუმში მანქანებზე დატოვებული აბრის ტექსტში ნათქვამია, რომ „გეორგიევსკის ბაფთა“ „რუსული შოვინიზმის სიმბოლოა“. „გაანძრიე თავი და დაფიქრდი, სად იმყოფები“, - მიმართავენ ტექსტის ავტორები მძღოლებს. ტექსტი აბრაზე იწყება მიმართვით: „პატივცემულო სტუმრებო!“.
„ჰო, მართლა, პუტინი - *უილოა!“ - წერია აბრაზე განსხვავებული შრიფტით, ხელს კი ასე აწერენ:
„ამჯერად სიყვარულით: სახელგანთქმული შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმის მცხოვრებლები“.