
აშშ-ში დაპატიმრებულია საკონცენტრაციო ბანაკების ოსვენცემისა და ბუჰენვალდის ყოფილი ზედამხედველი. ამის შესახებ Reuters იუწყება.
იოჰან ბრაიერი გერმანიაში, ათასობით ათასი ებრაელის დახვრეტისთვის იძებნებოდა - განაცხადეს ამერიკულ სასამართლოში. გერმანია 89 წლის ბრაიერის ექსტრადირებას ითხოვს. მას ბრალად ედება 216 ათასი ებრაელის დახვრეტა.
საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ ეს რაოდენობა ოსვენცემის ბანაკში 1944 წლის მაისიდან დაიხვრიტა. ბრალდებული ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა და 17 წლის ასაკში "СС„-ის წევრი გახდა. დღეს იგი ამტკიცებს, რომ აიძულეს ამ სამსახურში შესვლა, ხოლო ებრაელების დახვრეტაში არ მონაწილეობდა.
ბრაიერი ამერიკაში 1952 წელს გადავიდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში მის დეპორტაციას აპირებდნენ, თუმცა ადვოკატმა სასამართლო პროცესი მოიგო, რადგან ბრაიერს ბრალი ვერ დაუმტკიცდა.
თუმცა მოგვიანებით მის წინააღმდეგ ახალი სამხილები იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ყოფილმა „СС“-ელმა ოსვენცემში მუშაობა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე იგი ამბობდა. აგრეთვე ის ბირკენაუს ბანაკში ზედამხედველადაც მუშაობდა, რომელიც უშუალოდ შექმნილი იყო ტყვეების დასახვრეტად.
ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთის ტერიტორიაზე იყო.მეორე მსოფლიო ომის დროს იქ დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი დახვრიტეს.