
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულებიდან რამდენიმე საათში "რეალის" ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა სტადიონის გასახდელში ჩემპიონთა თასით გადაღებული მისივე ფოტოები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ფინალში "რეალმა" "ატლეტიკო" დამატებით დროში, 4:1 დაამარცხა, სერხიო რამოსი კი "რეალის" პირველი გოლის ავტორია, რითაც ანგარიში გათანაბრდა.