
როგორც გაირკვა, კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის "რეალს" გულშემატკივრობდა.
ფოტო, სადაც ის ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად უყურებს ლიგის ფინალს და "რეალის" ერთ-ერთ გოლზე სიხარულს ვერ მალავს, კახა კალაძის გვერდზე გავრცელდა.