-
2015-10-27 17:37
ქუთაისის ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" ინტენსიურად დაიწყო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. დღეს ქალაქის ცენტრში მოხდა რამდენიმე სული პირუტყვის დაჭერა და გადაყვანა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე.
ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "ტოპნიუსმა" გამოაქვეყნა. ორგანიზაცია მოქალაქეებს კუთვნილი პირუტყვის მიმართ ყურადღების გამოჩენისაკენ მოუწოდებს.
"არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობამ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა მის კუთვნილებაში მყოფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათანადო მოვლა-პატრონობის შესახებ და შინაური ცხოველები კვლავ რჩებიან უმეთვალყურეოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში", - ნათქვამია განცხადებაში.
