
კიევში, ქრისტეშობის ეკლესიაში ჩატარებულ პარაკლისს, რომელიც 13 ივნისს თბილისში წყალდიდობის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად აღავლინეს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
პარაკლისს უკრაინაში მცხოვრები და სტუმრად მყოფი ქართველები, ასევე ადგილობრივები და უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარაკლისის დასრულების შემდეგ შეკრებილებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უკრაინა, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მზადაა ნებისმიერი სახის დაეხმაროს საქართველოს დედაქალაქს.
"აფხაზეთის ხმის" ფოტოები