ადგილი ვაკის პარკში, სადაც რჩეული ქართველი გენერლები და ოფიცრები დახვრიტეს: გახსოვდეს შენი ისტორია!

Image

საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანქსიის შემდეგ „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დასახმარებლად შექმნილი „სამხედრო კომიტეტის“ წევრები, სულ 15 პირი, გენერლები და ოფიცრები, ოკუპანტებმა მთელი შემადგენლობით დააპატიმრეს. 

 

1923 წლის 20 მაისს, ისინი  ყოველგვარი გამოძიება-გასამართლების გარეშე დახვრიტეს. დახვრეტილთა შორის იყვნენ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი და სხვები (სრული სია ბოლოს).

 

დახვრეტის განაჩენი აღსრულდა თბილისში, ქალაქგარეთ, ამჟამინდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს მივიწყებული ადგილია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატრიოტულ ორგანიზაციას, მათ შორის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონსა და ჯგუფ „მილიტარისტებს“, ასევე ცალკეულ პატრიოტებს, რომლებიც ყოველი წლის 20 მაისს მიაგებენ პატივს დახვრეტილთა ხსოვნას.

 

რჩეული გენერლები და ოფიცრები ამიერკავკასიის ჩეკას თავმჯომარის  - მოგილევსკის კატეგორიული მოთხოვნით დახვრიტეს.

 

დახვრეტაში პირადად მონაწილეობდა რუსი ჯალათი პანკრატოვი. სასიკვდილო განაჩენი მის გარდა გამოიტანეს: მოგილევსკიმ, აშუკინმა, ორჯონიკიძემ, ორახელაშვილმა და კვანტალიანმა.

 

გახსოვდეს შენი ისტორია!

 

დახვრეტილთა სია:

 

1. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი.

 

2. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე. 57 წლის. გენერალ-მაიორი. 

3. ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის-ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი.

 

4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი. 

5. აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე. 55 წლის. გენერალი.

 

6. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი.

7. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე. 27 წლის. როტმისტრი. 

 

8. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე. 24 წლის. როტმისტრი. 

9. კერესელიძე იასონ მათეს-ძე. 32 წლის. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა.
დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აყვნენ.

 

10. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე. 40 წლის. ოფიცერი.

11. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე. 42 წლის. 

 

12. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. წითელი არმიის ქართული დივიზიის პირველი პოლკის მეთაური 1923 წელს.
პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“

13. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე. 32 წლის.

 

14. კლიმიაშვილი ლევან ირაკლის-ძე. 26 წლის.

15. ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. მაიორი. ქართული წითელი არმიის საარტილერიო დივიზიონის უფროსი 1923 წელს. გადმოცემის თანახმად დამარხეს ცოცხლად.
უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“.

 

სია აღებულია საიტიდან legionerebi.org

 

vakis-park.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !