ბებია შვილიშვილის სუროგატი დედა გახდება - ისტორია დაუჯერებელი ფინალით (ფოტო)

Image

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წყვილი, რომელსაც ძალიან უნოდა შვილი, თითქმის დაუძლეველი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ამ ოჯახის ისტორიას, რომელსაც მოულოდნელი და, თითქოს დაუჯერებელი ფინალიც კი აქვს, „ასოშიეტედ პრესი“ აქვეყნებს. 

ემილი ჯორდანის მისი მეუღლის სურვილს, შვილი ჰყოლოდათ, მედიკოსების ვერდიქტი წინ გადაეღობა: ემილის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. კობოს დამარცხება მხოლოდ ერთი გზით - ქირურგიული ჩარევითა და საშვილოსნოს ამოჭრით იყო შესაძლებელი.

 

წყვილს მეორე შოკი მაშინ ელოდა, როცა ოპერაციისწინა სამზადისის დროს აღმოჩნდა, რომ ემილი ორსულად იყო. იმის შანსი, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო და ახალშობილიც მოვლენოდა ქვეყანას, არ არსებობდა. ექიმებმა წყვილს ერთადერთი გამოსავალი დაუტოვეს: ემბრიონისთვის სუროგატი დედის მოძებნა.

 

ემილიმ და მისმა ქმარმა იდეა აიტაცეს და სუროგატი დედის ძებნას მიჰყვეს ხელი. მათ შორს წასვლა არ დასჭირვებიათ. მალე იპოვეს ქალი, რომელმაც თანხმობა გასცა, სრულიად უფასოდ გაეჩინა წყვილისთვის შვილი. ამ ქალს სიდნი ჰქვია და ის ემილის... დედაა.

 

ფოტოებზე, რომელიც „ასოშიეტედ პრესმა“ გადაიღო, ემბრიონის სუროგატი დედა, ემილი და მისი ქმარი ერთადაც არიან აღბეჭდილი. ისინი დროს ერთად ატარებენ, ერთად ზრუნავენ მომავალ ახალშობილზეც. მით უმეტეს, რომ ემილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

 

 

ap1.jpg

 

ap2.jpg

 

ap3.jpg

 

ap4.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !