-
2015-05-20 16:14
16 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ბაქოში, 16-სართულიან სახლში მომხდარი ხანძრის დროს.
ერთი მამაკაცი ალმოდებული კორპუსის ფანჯრიდან გადმოხტა და დაიღუპა, ასევე დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც დედამ, გადარჩენის მიზნით, ფანჯრიდან გადმოაგდო.
ხანძრის სწრაფად გავრცელების მიზეზი გახდა პენოპლასტის გარსი, რომლითაც მოპირკეთებული იყო კორპუსი. ალმოდებული პენოპლასტის ჩაქრობა წყლით, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ის სწრაფად იწვის და შხამიან ბოლს გამოყოფს. მის ჩასაქრობად მხოლოდ სპეციალური ქაფის გამოყენებაა ეფექტური.
აღსანიშნავია, რომ ამგვარად მოპირკეთებული ყველა სხვა კორპუსიდან მისი მოცილება დღესვე სასწრაფოდ განხორციელდება, ხოლო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დამნაშავეთა გამოსავლენად.
გთავაზობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალას და აჰმედ მუხტარის მიერ გადაღებულ ფოტოებს.






