
სუპერმარკეტების ქსელმა "ფრესკოს" გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ბევრისთვის გასაკვირი და მიუღებელი აღმოჩნდა: ლიმიტები ერთჯერად შესყიდვებზე.
სუპერმარკეტების შესასვლელში განთავსებული ბანერი მომხმარებელს ატყობინებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "პროდუქტების გადაყიდვის მიზნით შეძენის" თავიდან ასაცილებლად. ამ აკრძალვის ფარგლებში "ფრესკოში" ერთჯერადად შაქარსა და მაკარონს 5 კგ-ზე მეტს არ გაგატანენ, ზეთს მხოლოდ სამ ქილას მოგცემენ, ხოლო მაწონს, რძეს და კარაქს - 5-5 ცალზე მეტს ვერ იყიდით.
ქათმის ყიდვა მხოლოდ ორი ცალის შეგეძლებათ, ლობიოს ერთჯერადად 3 კგ-ზე მეტს არ აგიწონიან, ხოლო კარტოფილი 2 კგ-ით ლობიოზე მეტი, ანუ 5 კგ შეგიძლიათ იყიდოთ. ტუალეტის ქაღალდი ერთ ჯერზე შეგიძლიათ მხოლოდ 8 ცალი აიღოთ. ხოლო წარწერა "კვერცხი 10ც - 5ც", სავარაუდოდ, 50 ცალი კვერცხის ერთდროულად შეძენის უფლებას გაძლევთ.