-
2015-05-18 10:17
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრებმა კანადელი სპორტსმენებისგან გამანადგურებელი მარცხი იწვნია. კანადის ნაკრებმა ფინალში 6:1 გაიმარჯვა.
რუსეთის ნაკრების გამარჯვებისთვის ლოცულობდა სრულიად რუსეთი (იქნებ, საქართველოს ნაწილიც), ეს ლოცვა პირდაპირ ეთერშიც იქნა აღვლენილი, თუმცა, რუსეთის ნაკრების ჰოკეისტებს დიდად ვერაფერში წაადგა.
რუსმა სპორტსმენებმა თამაშის დამთავრების შემდეგ ყინულის მოედანი კანადის სახელმწიფო ჰიმნის დაწყებამდე დატოვეს. მოედანზე რამდენიმე ჰოკეისტი დარჩა. მათგან ერთი ალექსანდრე ოვეჩკინი თანაგუნდელებს მიმართავდა, რომ მოედანი არ დაეტოვებინათ, თუმცა, ამაოდ.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია ნტვ-ს ცნობილმა სპორტულმა ტელეწამყვანმა, საერთოდაც, მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმება მოითხოვა. პრაღაში გამართული ფინალი კანადელების აშკარა უპირატესობით წარიმართა.


