-
2015-05-11 10:19
"ფეისბუქზე" თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული თინა ხიდაშელის ფოტოები, სადაც თავდაცვის მინისტრი დანაყოფის წინაშე დაცვის წევრებთან ერთადაა გადარებული, მხრებზე კი სამხედრო ქურთუკი აქვს მოხურული, მსჯელობის საგანი გახდა.
ოფიციალური ინფორმაციით, "საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ გახსნის ცერემონიალის გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ".
"თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების წინაშე ისე არ უნდა ჩნდებოდეს, როგორც საავადმყოფოში მისული სტუმარი, თეთრ ხალათს რომ მოახურავენ";
"სამწუხაროა, რომ თავდაცვის მინისტრმა არ იცის: მას საერთოდაც არ ევალება ასეთ დროს სამხედრო ფორმის ჩაცმა, რადგან სამოქალაქო პირია, მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩაიცვამს, ხელები სახელოებში უნდა გაუყაროს და ფორმა უნდა შეიკრას კიდეც - ასე დაუდევრად გამოჩენა ჯარისკაცების წინაშე მათდამი უპატივცემულობას ნიშნავს, იმის მიუხედავად, უნდოდა ეს ქალბატონ თინას თუ არა... ცალკე საკითხია ორმეტრიანი დაცვის წევრები, რომლებიც გვერდზე უდგანან მინისტრს - მისსავე ოჯახში...", - წერენ "ფეისბუქზე".


