
9 მაისს, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა და „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მღვდელაძემ რუს ბაიკერებთან ერთად გამარჯვების დღე აღნიშნა.
ინფორმაციას kutaisitoday.com ავრცელებს. ფოტო სოციალური ქსელითაც გავრცელდა.
რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე სტალინის ფოტოს ფონზე აღნიშნეს, როგორც ცნობილი ხდება, დღეს ყვავილების თაიგული მიიტანეს და კედელზე დაწერეს: "სოხუმი-ჩემი იერუსალიმი!".
შეგახსენებთ, რომ მამუკა მღვდელაძე წინა ხელისუფლების დროს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მღვდელაძე „ოცნებაში“ დაპორტირდა და მან საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ შექმნა.