-
2015-05-06 22:51
2009 წელს გახსნილ ბათუმის ქორწინების სახლს დღეს მინების ნაცვლად ცელოფნები აქვს, ფასადი კი ჩამონგრეული და დაზიანებულია.
ქორწინების სახლი სახელმწიფო საკუთრებაა და ის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. უწყებაში ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება.
ის არ არის ერთადერთი ნაგებობა, რომელიც ბათუმში ბოლო პერიოდში დაზიანდა. დაახლოებით, სამი წელია დახურულია და არ ფუნქციონირებს ანბანის კოშკი. მისი ფასადი დაზიანებულია.
ბულვარში შეიცვალა საბავშვო ანიმაციების ნაწილიც, რომლის განახლებისთვისაც ხელისუფლებამ დიზაინერები დაიქირავა. მოსახლეობის ნაწილი ცვლილებას უარყოფითად აფასებს.
ბულვარის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პრეტენზიებს ტურისტებიც გამოთქვამენ.
"რუსთავი-2", ეკა გაგუა, თეა ვარშალომიძე

