-
2015-03-06 22:06
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელმა ანი ნადარეიშვილმა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ფოტში ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" პრეზენტაცია ფოთში გამართა.
როგორც ანი ნადარეიშვილი წერს, პრეზენტაცია ფოთის თეატრში უნდა გამართულიყო, რაზეც წერილობითი ნებართვაც არსებობდა, მაგრამ ბოლო მომენტში ისინი თეატრში არ შეუშვეს (ანი ნადარეიშვილის თქმით, ეს ეკა ბესელიას სიტყვიერი ბრძანებით მოხდა), რის შემდეგაც პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ შედგა.
"ქ. ფოთში ბაჩოს წიგნის პრეზენტაცია უნდა ჩაგვეტარებინა თეატრში, რაზედაც წერილობითი ნებართვაც გვქონდა, თუმცა ეკა ბესელიას სიტყვიერი "უზენაესი" ბრძანებით თეატრში არ შეგვიშვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უმაგრესად ჩავატარეთ პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ სიმბოლურად აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალთან. უამრავი ხალხი... ბევრი სითბო და სიყვარული და ერთი ცალი ბესელიას ტიტუშკა...", - წერს ანი ნადარეიშვილი.
როგორც "აფხაზეთის ხმამ" გაარკვია, ქალბატონი, რომელიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა, ფოთის მერიის თანამშრომელია. რუსუდან კაპანაძე აქციაზე სამუშაო საათების დროს იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე გაკეთებული კომენტარების მიხედვით, კაპანაძე თურქეთიდან დეპორტირებულია ტრეფიკინგის მუხლით, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ფოთის მერიის თანამშრომელი გამხდარიყო.


