-
2015-02-25 15:52
25 თებერვალი, როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაბადების დღე, მიტინგით აღნიშნეს თბილისში საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის წევრებმა.
მიტინგი ელმავალმშენებელი ქარხნის ადმინისტრაციული შესასვლელის წინ გაიმართა. მიტინგის მონაწილეებს სტალინის, ლენინის, ორჯონიკიძის ფოტოსურათები და წითელი დროშები, ასევე პლაკატები "სოციალიზმი გადაგვარჩენს" და "გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს" ეჭირათ.
მიტინგმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. მომიტინგეთა უსაფრთხოებას ადგილზე საპატრულო პოლიცია იცავდა. გთვაზობთ ფოტოებს მიტინგის ჩატარების ადგილიდან.