
ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ჩეხეთის ქალაქ უჰერსკი ბროდში: რესტორანში, სადაც ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა, უცნობი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და უმისამართო სროლა ატეხა. დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა.
პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა რესტორანში შესაღწევად იერიში განახორციელა, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელების გამოჩენისთანავე თავდამსხმელმა მამაკაცმა თავი მოიკლა.
სპეცოპერაციას ჩეხეთის შინაგან საქმეთა მისნისტრი ადგილზე ხელმძღვანელობდა.
ეს პირველი შემთხვევაა ჩეხეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე: მსგავსი ტერაქტები ამ ქვეყანაში ადრე არ მომხდარა.