
"ფეისბუქზე" კურიოზული ფოტო ვრცელდება: ფოთში, თეატრის ახალ შენობაში, რომელიც პრემიერმინისტრმა და ეკა ბესელიამ გახსნეს, შემდეგ კი ისევ დაილუქა და დასი ძველ შენობაში აგრძელებდა მუშაობას, ღორი გამოჩნდა.
ფოთის თეატრთან დაკავშირებული, ეს არ არის პირველი კურიოზული ფოტო: ივნისში "ფეისბუქზე" გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ ახლადგახსნილი შენობის სახურავიდან შენობაში წყალი ჩადიოდა.
"ღარიბაშვილო! წითელ ხალიჩაზე გავლით რომ იწონებდი თავს, ჩამოდი და აგვიხსენი ფოთელებს, ჩვენ მიერ თეატრად ჩაფიქრებული აბანოდ როგორ გადააკეთეთ..." - წერდნენ მაშინ ფოთელები.