
ნაძალადევში, ცოტნე დადიანი ქუჩაზე, მეტროს სადგურ "ნაძალადევის" წინ ამ წუთებში ხანძარია, რომელსაც ექვსი სახანძრო-სამაშველო რაზმი ებრძვის.
როგორც "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სავარაუდოდ, ხანძარი კერძო სახლში გაჩნდა. სახლის გვერდით სალომბარდო და მიკროსაფინანსო დაწესებულებები ("ბერმელი") მდებარეობს. სახანძრო რაზმები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, რათა მისი გავრცელება სხვა ნაგებობებზე არ მოხდეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით, დაუდგენელია.