
უკრაინაში დაწყებულია ГАИ-ის ლიკვიდაციის პროცესი. არსენ ავაკოვი იმედოვნებს, რომ რეფორმის შედეგად უკრაინას ზაფხულში ახალი საპატრულო პოლიცია ეყოლება.
არსენ ავაკოვი წერს, რომ სახავტოინსპექცია და მისი დანაყოფები, როგორიცაა ავტოინსპექციის სამხარეო და საქალაქო ცენტრები, გაუქმდება, შეიქმნება ახალი სისტემა და ერთიან მონაცემთა ბაზა. საპატრულო პოლიციაში დასაქმების მსურველები კონკურსით შეირჩევიან, რომელიც 19 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება.
კანდიდატებისთვის აუცილებელი მოთხოვნა: 21-დან 35 წლამდე, სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება, "ბ" კატეგორიის მართვის მოწმობა, ნასამართლობის არქონა, უკრაინულის ცოდნა.