
საპატრიარქოს შესასვლელთან ორმა მოქალაქემ შესასხურებელი საღებავის დახმარებით დატოვა წარწერა "25 000 000", რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსებაზე მიანიშნა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ისინი პოლიციაში დაიბარეს, სადაც მათთან გასაუბრებას საპატრიარქოს წარმომადგენელიც ესწრებოდა.
ერთმა მათგანმა, მარიამ ნატროშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა:
მოკლედ, თაბუკაშვილზე გვქონდა "გასაუბრება" პოლიციის განყოფილებაში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და პოლიციის უფროსთან.
ეს არ არის დაკითხვაო, ეს არის ადამიანური გასაუბრებაო. საპატრიარქოდან შემოვიდა საჩივარიო.
მარგალიტები:
თქვენ ორნი ხართ, ჩვენ მთელი საქართველო - პოლიიცის უფროსი.
პატრიარქის ნებაა რომ არ დაისაჯოთ ( ესეიგი კანონი ვის რაში აინტერესებს)
ეგეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, საქმის გარეთ გელაპარაკებით ეხლა"
(კრწანისის განყოფილებაში თქვეს - აქ გააკეთეთ, ჩვენ ადვილად გადავიტანთ, პატრიარქი ვერაო)
პატრიარქის დაბადების დღეზე ასეთი რამე როგორ გააკეთეთო.
ჩვენო მაგ 25 მილიონს სულ კარგ ამბებში ვხარჯავთო, განათლებაო, ბავშვთა სახლებიო, ჯანდაცვაო.
აუ და მეტი არ მახსოვს, ძაან დავიღალე, ვრცელ რეპორტაჟს ხვალ დავწერთ :))))))
მერე წაგვიყვანეს ორთაჭალაში. დაკითხვაზე. მუხლი არ ვიცითო, მოვიფიქრებთო. ბლა ბლა ბლა.
მოკლედ საბოლოოდ როგორც პატრიარქი გადაწყვეტს ისე იქნება. :)))))
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას!.."