
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თინა ბოკუჩავასა და კოტიკო იოსელიანს ვაჟის შეძენას ულოცავენ. წყვილის მეგობრებმა ახალდაბადებულის ფოტოც გაავრცელეს.
"კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი. ცოტა ხნის წინ ქვეყანას მოევლინა კოტიკო იოსელიანის და თიკა ბოკუჩავას ვაჟი. მივესალმოთ!", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე.
"აფხაზეთის ხმა" ულოცავს თინათინ ბოკუჩავასა და კოტე იოსელიანს ვაჟიშვილის შეძენას.