
საქართველოს საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალი წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა.
წერილის ფოტოასლი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად, იყვნენ ისეთები, რომლებიც წერდნენ, რომ წერილი ყალბია, თუმცა, საპატრიარქოში ეს ვერსია უარყვეს და წერილის გაგზავნის ფაქტი დაადასტურეს.