-
2014-12-21 01:25
თბილისის აეროპორტში ხალხმრავლობაა. ასეულობით მოქალაქე უკრაინის დედაქალაქიდან ელოდება რეისს, რომლითაც თბილისში ჩამოასვენებენ ლუგანსკის ოლქში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოკლულ ქართველ მოხალისე მებრძოლს.
ბატალიონ "აიდარის" ქართველი წევრი ალეკო გრიგოლაშვილი, მეტსახელად "ჩუჟოი" სნაიპერმა ქალაქ სჩასტიეში მოკლა. მასთან ერთად უკრაინელი მებრძოლი სერგეი ოვრაშკო, იგივე "დინამიტი" მოკლეს.
ალეკო გრიგალაშვილი 32 წლის იყო. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანია.
უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს უკვე დაემშვიდობნენ კიევში. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძეც მონაწილეობდნენ, ასეულობით უკრაინელთან ერთად. გიორგი ბარამიძემ ალეკო გრიგოლაშვილი რამდენიმე დღის წინ, უშუალოდ წინახაზზე გაიცნო.
რეისს, რომლითაც ალეკო გრიგოლაშვილს ჩამოასვენებენ, უახლოეს საათში ელოდებიან.