
ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის (ბერი დავითი) გარდაცვალებიდან წელიწადი გავიდა. დღეს მისი სულის მოსახსენებელ რიტუალს ეკლესიაში ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ფოტოები ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟმა, ლაშამ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.