
ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში, სოხუმში საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე სოხუმში, ე.წ. ადმინისტრაციის მოპირდაპირე მხარეს, ცენტრალურ პარკში აღიმართა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაძვის ხის დეტალები ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში გადაწყვიტეს - პოდიუმი წითელია, სათამაშოები ნათელ ფერებში, თავად ნაძვის ხე კი, რასაკვირველია, მწვანე. ცენტრალურ ნაძვის ხესთან პირველი ფოტოსესიებიც შედგა.